ფერადი პრინტით შემკული პერანგები, შიფონის მაქსი ქვედაბოლოები, ჯინსის ვიწრო
შარვლები, საღამოს პასტელის ფერებში გადაწყვეტილი კაბები და აქსესუარები ჩანთებისა
და მზის სათვალეების სახით. ბრენდის წარმომადგენლების თქმით სამოსი განკუთვნილია 20
წლიდან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, საქმიან ქალბატონებზე. თითოეული ლუქი
კი ელეგანტური, დახვეწილი და რომანტიული ხასიათის მატარებელია.