♥ Nina Sublatti ♥ - 18 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი

საიტის მენიუ
მინი ჩატი
500
ძებნა
რეკლამა#1
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ტოპ სიახლეები
House OF Anubis ♥

კომენტარები: 1 ნანახია: 2534
Megan fox

კომენტარები: 2 ნანახია: 1805
რიანა-ფაქტები გამონათქვამები

კომენტარები: 1 ნანახია: 1458
ჩანახატი სიყვარულზე..

კომენტარები: 2 ნანახია: 1376
♥ Nina Sublatti ♥

კომენტარები: 0 ნანახია: 1321
რეკლამა#2
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 09:27
თქვენი IP: 216.73.216.173
თარიღი: 20.02.2026
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » ♥ Nina Sublatti ♥
20:45
♥ Nina Sublatti ♥
 NinSublatt 
✘ ნინა სუბლატი-ინტერვიუ 
✘ იმედი მაქვს მოგეწონებათ სიახლე ✘ 
✘ დანარჩენი სრულიადში ✘ 

-მოგვიყევი შენს შესახებ.

- მე ვარ ნინა სუბლატი, 18 წლის. დავიბადე მოსკოვში და სამი წლის განმავლობაში იქ ვიზრდებოდი, შემდეგ თბილისში, ჩემს ოჯახში დავბრუნდი. სუბლატი ჩემი ფსევდონიმია, რომელიც 8 წლიდან მომყვება. ნამდვილ გვარს ჯერ არ ვამხელ. სუბლატი - თავად მოვიგონე, მარტივად, ასოების კომბინაციით და ძალიან მომეწონა. მინდოდა, ამ პროექტშიც ფსევდონიმით გამოვსულიყავი, რადგან ნამდვილი გვარით არავინ მიცნობს.


- მშობლების შესახებ მოგვიყევი...

- დედ-მამა ცალკ-ცალკე ცხოვრობს. მამას მეორე ოჯახი აქვს, და-ძმა მყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ბრაზილიური ოჯახივით ვართ, ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ.


- ბავშვობიდან მღერი?

-რაც დავიბადე, მას შემდეგ ვმღერი, დროთა განმავლობაში ვოკალი დამეხვეწა და ამ პროექტამდე მოვედი. არც ერთ საბავშვო სტუდიაში არ მივლია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელ შედეგს ვერ მივიღებდი. „საქართველოს ვარსკვლავამდე" მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია.


ნინა სუბლატი-ინტერვიუ


- როგორ ცხოვრობ, გარდა მუსიკისა, კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- მუსიკა თან გატაცებაა და თან ჰობი, რადგან ყოველდღიურად მიწევს მასთან შეხება. ვკითხულობ წიგნებს, ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, გართობაზე აღარ არის საუბარი (იღიმება).


- რომელ სკოლაში სწავლობ?
- თავიდან პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი, შემდეგ 51-ეში გადავედი და იმის გამო, რომ დრო არ მაქვს, ახლა კერძო სკოლაში ვსწავლობ, მეთორმეტე კლასში ვარ. ბავშვობიდან თავისუფლად ვიზრდებოდი, მშობლები ყოველთვის მაძლევდნენ თავისუფლებას, რადგან არასწორად არაფერს ვაკეთებდი. მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და გავაკეთე. ყოველთვის მქონდა ჩემი აზრის გამოთქმის უფლება, ყველგან მიშვებდნენ და შედეგიც სახეზეა.


- რატომ მაინცდამაინც „საქართველოს ვარსკვლავი"?
- დიდი ხანი ვემზადებოდი კონკურსისთვის. საქართველოში მხოლოდ კონკურსი თუ დაგეხმარება მომღერალს, რომ წინ წაიწიო. მართალი გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ პირველად „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგი დაიწყო. მაინც არ ვაპირებდი გასვლას, ვმერყეობდი. მერე კასტინგიც დამთავრდა, მაგრამ ერთ კვირაში ახალი, მესამე კასტინგი დაამატეს. ვიფიქრე, ჩემი ბედია-მეთქი. მოვედი, გამიმართლა და დავრჩი პროექტში.


- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ რამდენიმე კვირაში? 
- ქუჩაში ხალხი მცნობს, ჟურნალებს ინტერვიუებს ვაძლევ. თავში არ ამვარდნია ეს ყველაფერი. მომზადებული ვიყავი, რომ ოდესღაც რაღაცას გავაკეთებდი და ხალხი გამიცნობდა. წლების წინ ჩემი ბენდი მყავდა, ქავერებს ვწერდით, მაგრამ მივხვდით, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და მალე დავიშალეთ


ნინა სუბლატი-ინტერვიუ


- შენი ფსევდონიმი ალბათ დაგეხმარება პოპულარობაში, რადგან უცხო და ადვილად დასამახსოვრებელია. 
- პიარგათვლა არ მქონია, ის გამაქვს სცენაზე მაყურებელთან, რაც რეალურად ვარ. გვარიც ამართლებს, მომწონს. მშობლები ამას არ აპროტესტებენ, ისე მიყურებენ, როგორც ხელოვანს და ამაზე პრობლემა არ აქვთ.


- როგორც ვხვდები, ტატუ შენი ერთ-ერთი გატაცებაა.
- პირველი 14 წლის ასაკში გავიკეთე. სენივით არის, ერთს თუ გაიკეთებ, შემდეგ ყოველ კვირას ახალი გინდა. ამჟამად რვა ტატუ მაქვს. თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს გამოხატავს. სამკუთხედებით, ფორმებით, წინადადებით, სიტყვით, ვცდილობ ჩემი ემოცია გამოვხატო. ერთ-ერთი ტატუ მაქვს, კონტროლი მაწერია. მაშინ საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. ისეთი პერიოდი მქონდა, რომ კონტროლი დავკარგე და საჭირო სიტყვა აღმოჩნდა.


ნინა სუბლატი-ინტერვიუ


-როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...
- თითქმის ერთი წელია, რაც მე და პიტო სეთურიძე ერთად ვართ. აკადემიის სტუდენტია, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთი მეგობრის ივენთზე გავიცანით და მოვეწონე. შემდეგ ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა და „ფეისბუქზე" გავაგრძელეთ ურთიერთობა. ერთ თვეში გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. ძალიან კარგად ვართ.


- როგორი შეყვარებული ხარ?
- მე მგონი, ძალიან ცუდი (იცინის). ცუდი ხასიათი მაქვს, აუტანელი ვარ. ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს პიტო. მაგრამ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე, ვისაც ამდენი წელი ვეძებდი. ყველაფერს ვაპროტესტებ, ჩემი აზრიმაქვს, რომელიც აუცილებლად რქებით უნდა გავიტანო, ბოლოს ისე ხდება, რომ მაინც ვთანხმდებით. არასოდეს გვქონია დაშორების პერიოდი.


-თაყვანისმცემლებით ალბათ ყოველთვის განებივრებული იყავი...
- ალბათ, მაგრამ ამას ყურადღებას არასოდეს ვაქცევ. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც მაფასებს, მაგრამ მისალმებით მთავრდება ეს ურთიერთობა.


- აბეზარი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?
- აბეზარი არა, მაგრამ ერთ-ერთი კვირაში ერთხელ მაინც მიტოვებს საჩუქარს. არ ვიცი სახელი, გვარი, ვინ არის, რას წარმოადგენს. ხან საათს მიტოვებს, ხან შოკოლადებს, ყვავილებს.


- შეყვარებული ამაზე არ ეჭვიანობს?
- არაფერი აქვს საეჭვიანო, იგივე რეაქცია მექნება, პიტოსაც რომ ვინმემ რამე აჩუქოს.


- პროექტში არსებულ კონკურენციაზე მინდა გკითხო, როგორი ურთიერთობა გაქვთ მონაწილეებს?
- ყველაფრის მიუხედავად, კონკურენტები ვართ, მაგრამ ამის უკან დიდი მეგობრობა დგას. ეს ყველას უკვირს, მაგრამ თითოეული მონაწილე ჩემი მეგობარია, იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ კონკურენცია აღარ იგრძნობა. სულ ერთად ვართ და როდესაც აუტსაიდერების დასახელების დრო დგება, ვტირით, ვიცით, რომ ვიღაც აუცილებლად დაგვტოვებს.


- ბევრი გულშემატკივარი გყავთ შენ და ნუკა გვალიას, თქვენს გამოსვლას მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება. 
- ხალხი ცდილობს, ჩვენ შორის შუღლი ჩამოაგდოს, არადა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეგობარი ამ პროექტში ნუკაა. ვცდილობთ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები არ წავიკითხოთ, მაინც მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანზე.


- ყველაზე სერიოზულ კონკურენტებად თქვენ მიგიჩნევენ.
- (იცინის) როგორც ვიცი, ყველაზე რეიტინგული მე და ნუკა ვართ.


ნინა სუბლატი-ინტერვიუ


- სასცენო ჩაცმულობაზე რას იტყვი?
- მე და დიზაინერი ყოველთვის საერთო აზრამდე მივდივართ. აქ ყველა გამარჯვებისთვის მოვიდა, მაგრამ ჩემი მიზანი მხოლოდ ეს არ არის, მინდა, რაღაც ახალი შევთავაზო ქართველ მაყურებელს.


- სოციალურ ქსელში ბევრს ხუმრობენ შენი გამოსვლისას მიშა მშვილდაძის რეაქციებზე.
- მოსწონს ადამიანს და გამოხატავს (იცინის). ჟიური კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგი შეფასება მივიღო. ყველა ძალიან კარგია თავის სფეროში, კარგი სამეულია.


- მეთორმეტე კლასში ხარ და ალბათ უკვე შეარჩიე პროფესია...
- დიდხანს ვფიქრობდი და მხოლოდ მუსიკის კეთება მინდოდა, მაგრამ საქართველო ისეთი ქვეყანაა, მეორე პროფესია აუცილებლად უნდა გქონდეს, რომ თავი ირჩინო. მუსიკით უნდა გაერთო, ამიტომ გადავწყვიტე, აკადემიაში ჩავაბარო. ნორმალურად ვხატავ, ისე ვერა, როგორც ვმღერი (იღიმება). ხატვა ჩემი ჰობი არ არის, ამ ეტაპზე უფრო დავალებაა და ძირითადად ნატურმორტებს ვხატავ, რაშიც გამოცდა უნდა ჩავაბარო. მომავალში ამ მხრივაც თუ განვვითარდი, აუცილებლად დავხატავ პორტრეტებს და პეიზაჟებს.


- შეყვარებული არ ნერვიულობს შენს პოპულარობაზე?
- არა, ერთმანეთის გრძნობებში დარწმუნებული ვართ. თან ახლა თქვენც მასზე მეკითხებით, ჩრდილში არ დგას, ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავს და ძალიან კომფორტულად გრძნობს ჩემ გვერდით თავს.


- შენს ნამდვილ გვარს როდის გაუმხელ მაყურებელს?
- თუ შემდეგ ტურებში გავედი და ფინალამდე მივედი, აუცილებლად ვიტყვი (იღიმება).

კატეგორია: NeWs სიახლეები | ნანახია: 1322 | დაამატა: Terrina♥Queen | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
გამარჯობა: Гость



ჯგუფი: Гости
სქესი:
შენ ხარ მომხმარებელი № 0
პირადი შეტყობინება:
თქვენი Ip: 216.73.216.173
დრო: 20.02.2026

  
[ პროფილის მართვა ]
ბანერის შექმნა:)
საიტის ლინკი



1 დან 5შემდეგ



odnoklassniki :)
ტოპ მომხმარებლები

null Chu♡Pa
null40
null51
null0


null Queen♥Directioner
null26
null65
null0


null Miss-Welling
null24
null74
null0


null Terrina♥Queen
null11
null6
null0


null ILoveYouG
null6
null0
null0


null N♡IAN
null2
null0
null0


null direction
null1
null0
null0


null ketka199
null0
null0
null0

:)
საათი
რეკლამა#4
გამოკითხვა 3
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 22
რეკლამა#3
Copyright MyCorp © 2026 Make a free website with uCoz