ძალიან უნდოდათ შვილი, თუმცა იყო შიშის გრძნობაც მათში, შიში კვლავ დაკარგვისა ან ხშირად ეკითხებოდა ქმარს:
- ისიც რომ წაიყვანოს ღმერთმა?
- არ გავატანთ საყვარელო- უპასუხებდა ალერსით და თვალებს დაუკოცნიდა ხოლმე.
ქალიც მშვიდდებოდა, ერთი შეხედვით ყველაფერი იყო კარგად, მაგრამ გულში იყო წაუშლელი შავი ლაქები...
***
ანა სკოლიდან ბრუნდებოდა, საღამო იყო, მაგრამ ჯერ არ ბნელოდა. თავის
სახლთან ახლოს ბიჭი დაინახა ბარდიულზე იჯდა, მოკიდებული სიგარეტი პირში ედო
და იწვოდა ისე, ვერც კი ხვდებოდა. მეორე ხელში არყის ბოთლი ეკაცა,
ნახევრამდე ჩაცლილი და თავი ჩაეხარა. მგონი ტიროდა. ანა მიუახლოვდა და უცებ
თვალები დაქაჩა:
-შენ? -ბიჭმა თავი ასწია შეხედა და გაიღიმა.
-დიახ, ქალბატონო ანა.
-აქ რა გინდა?
-აქვე ვცხოვრობ.
-მთვრალი ხარ?
-დიახ, ქალბატონო ანა.
-არ გრცხვენია?
-სულაც არა, სხვა რა დამრცენია? ნინა აღარაა... ნათია არ ვიცი სადაა... მარტო დავრჩი...
-ოჯახი არ გყავს?
-არა მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, ერთხელაც არ მინახაცს დედა... მამა ლოთი იყო, რა ვიცი, ასე მითხრეს, მე არცერთს არ ვიცნობ.
-მართლა? მეც იქ გავიზარდე...-ანა უფრო ახლოს მივიდა და გვერდით მიუჯდა.
-არც თქვენ გახსოვთ მშობლები?
-არა... არასოდეს მოსულან...
-კარგად გავუგებძთ ერთმანეთს...
-ჰო, ალბათ.
ბიჭმა ბოთლი გაუწოდა, თვალებით ჰკითხა ხომ არ შემომიერთდებიო?
-არა, მე არ ვსვავ გმადლობთ.
-იქნებ თამბაქოზე დამეწვიოთ?
-არასოდეს გამისინჯავს, არც მეუღლე ეწევა.
-არაყს არ სვამთ თუ საერთოდ არ სვამთ?
-შენობით მომმართე, არცისეთი დიდი ვარ.
-კარგი...
-არცერთი გამისინჯავს...
-ღმერთო, არ მჯერა, თქვენ ანგელოზი ყოფილხართ!
ანას გაეცინა, ბოთლი გამოართვა და მოიყუდა, სახეზე ცეცხლი წაეკიდა, ყელი
დაეწვა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. ბიჭი სიცილიძთ კვდებოდა.
რაღაცნაირად იღიმებოდა.
-ნუ დამცინი, პირველი ცდაა.
-კარგი ვჩერდები...-ისევ გაიღიმა.
-ბექა გქვია არა?
-არ მეგონა თუ გემახსოვრებოდათ.
-შეცდი...
-რატომღაც მესიამოვნა.
-სად ცხოვრობ? მეზობლები ვყოფილვართ და არ გვცოდნია.
-ამ სადარბაზოში. თქვენ?
-ისევ ის "თქვენ" - უღიმღამოდ გაიღიმა ანამ.
-შენ..
-მე ცოტა მოშორებით, თუმცა აქვე.
-ლამაზი ღიმილი გაქვთ...
-იცი, მგონი მთვრალი ხარ და ჯობია შინ წახვიდე.
-ჰო.. ჩემზე ნუ იდარდებთ დამტოვეთ თქვენ ალბათ უამრავი საქმე გაქვთ სად გეცლებათ გულმოკლული ლოთისტვის.
-დიდი დრო გავიდა, წესით აღარ უნდა სვამდე.
-დრო ვერ კურნავს იარებს...
-ვიცი...
-რა იცით, დაგიკარგავთ ვინმე ასე უეცრად?
-კი, შვილი... - ანას თვალში წყალი შაუდგა.
-მაპატიეთ, არ ვიცოდი. -შეწუხდა ბიჭი.
-არაუშავს ნუ მებოდიშები არ იყავი ვალდებულიგცოდნოდა. -ბოთლი გამოართვა და
მოიყუდა კვლავაც, ახლა აღარაფერი ეტყობოდა სახეზე, თითქოს არაყი კიარა
ცივი წყლით სავსე დოქი მოეყუდებინოს.
-იქნებ ესეც გაგესინჯათ.
-ჰო, მე ხომ ანგელოზი არ ვარ?
გამოარძთვა სიგარეტი და პირში ჩაიდო, კინაღამ დაიხრჩო, ბექა უყურებდა და უცნაურად იღიმოდა.
-თქვენ მართლა ანგელოზი იყავით, მაგრამ მე შემოგაჭერით ფრთები...
-ნუ ღელავ, მაგათ გარეშეც კარგად ვიქნები.
ბოთლი გამოცარიელდა, სიგარეტის კოლოფიც...
-იქნებ კიდევ გვეყიდა?- იკითხა ბიჭმა.
-ახლა არა, სხვა დროს იყოს, ახლა გვიანია, თან ხვალ სკოლაში მივდივარ.
-როგორც მოისურვებთ.
-კარგად იყავი..
-გაგაცილებთ...
-აქვეა.
-არაუშავს გაგაცილებთ.
-კარგი...
-დღეს ნინას დაბადებისდღეა...იცით?
-არა... ვიცოდი რომ მაისში იყო, მაგრამ არ ვიცოდი ზუსტად....
-დღესაა...
-ახლა გასაგებია რატომაც ხარ ამ მდგომარეობაში...
-ძალიან მტკივა რაღაც შიგნით.... მაგიჟებს... იცით, როგორ ვარ? აი, ხიჭვი რომ შეგესობა და მოსვენებას არ გაძლევს...
-ვიცი...
მივიდნენ ანას სახლამდე.
ანა ბარბაცით მოუყვებოდა კიბეებს, ბექა კი ასევე ბარბაცით, მიაბიჯებდა ქუჩაში.
-ანა ნასვამი ხარ?
-ჰო ..
-შენ ხომ არ სვამ?
-არა..
-რა მოხდა კიმაგრამ?
-გავსინჯე...- ქმარი მიუახლოვდა და გაიყინა.
-შენ რა მოწიე? მე არ ვეწევი და შენ...
-ნუ ამავსე საყვედურებით. შინაგამოკეტილი ცოლივით მელაპარაკები. თავი გამანებე რა... ბავშვი აღარ ვარ!
-ანა! ღმერთო ჩემო... დამშვიდდი...შენი წყენინება არ მინდოდა უბრალოდ
გამიკვირდა, მაპატიე კარგი?-ქმარი მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა - მორჩა,
ყველაფერი კარგადაა...
* * *
ეს იყო ანას პირველი არაერთფეროვანი
დღე. მეორე დღეს გვიან გაეღვიძა სკოლაში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, თმა,
რომელიც ყოველთვის უკან გადავარცხნილი და შეკრული ჰქონდა, მხრებზე დაყრილი,
ქარში თამაშობდა. ჩქარობდა. მაინც დაიგვიანა... კარი შეაღო და უკანასკნელი
ოროსანი მოსწავლესავით შევარდა გაკვეთილზე.
-გამარჯობათ ბავშვებო.
-ბავშვებიც მიესალმნენ, მაგრამ გაოცებული, გაყინული სახით მიშტერებოდნენ
ხან მასწავლებელს, ხან ერთმანეთს. პირველი შემთხვევა იყო როდესაც მან
დაიგვიანა და მითუმეტეს თმაგაშლილი მოვიდა.
-რა ლამაზი თმა ჰქონია... -გადაუჩურჩულა ერთმა ბავშვმა მეორეს.
-ჰო, ნეტავ რატომ არ იშლის ხოლმე...
-ბავშვებო ძალიან გთხოვთ გაჩუმდით, ხმაურს იწვევთ . -დაუყვირა მასწავლებელმა, ისე როგორც ჩვეოდა.
-ცოტა ხნის წინ მეგონა, რომ შეგვიცვალეს მასწავლებელი, მაგრამ ახლა
დავრწმუნდი რომ არა, ისევ ისეთი თბილია და საყვარელი.- გადაუჩურჩულა ისევ
ვიღაცამ ვიღაცას.
გაკვეთილი დასრულდა. ანა კაფეტერიაში ჩავიდა თავის ერთადერთ დაქალთან, ხელოვნების მასწავლებელთან.
-დღეს ვერ გცნობ.
-ვერავინ მცნობს, უცნაური დღე მქონდა.
-მომიყევი... ისე, გაშლილი თმა ძალიან გიხდება, თვალებიც რომ შეგეღება და ტუჩსაცხიც წაგესვა 17 წლის გოგო მეგონებოდი.
-კარგი ახლა, თორემ დავიჯერებ.
-მომიყვეი რა მოხდა გუშინ?
-დავთვერი....
-რაა? არ მჯერა, ვისთან ერთად, სად?
-ქუჩაში..ბარდიულზე...ბექასთან ერთად.- დაუცნაურად ჩაიღიმა- რამ გამაგიჟა?
-ვინაა გოგო ბექა?
-ნინა და ნათია ხომ გახსოვს? მაგათი მეგობარი იყო, ხშირად აკითხავდა სკოლაში.
-აა, კი მახსოვს... რა გინდოდა მაგ ბავშვთან, თანაც ბარდიულზე?
-შემთხვევით დავინახე ქუჩაში, შინ ვბრუნდებოდი, ძალიან განიცდის გოგონების
დაკარგვას, იჯდა და სვამდა, ვიფიქრე ცოტა დავამშვიდებ -მეთქი.ნინას
დაბადებისდღე იყო და ჭრილობები გაეხსნა.
-მერე?.. საწყალი ბიჭი, ძნელია მის ასაკში ცხოვრების გამოცდების გაძლება...
-ჰო... მერე არაფერი, კამპანია გავუწიე.
-შენ ხომ არ სვამ?
-არც ვეწევი..